დაუმთავრებელი

-მსუქანი ბავშვები ფეხბურთს არ თამაშობენ!- დგას სტადიონზე ჩვენს ქუჩაზე მცხოვრები ყველაზე ცუდი ბიჭი და მიყვირის. აიჩემეს მსუქანი ხარ, ვერ ირბენ, შენ და ბურთი ერთმანეთში აგვერევითო. ხანდახან მართლა ბურთივით მირტყამენ. სახლში არაფერს ვამბობ, მაგრამ ხვდებიან. მამაჩემი მეუბნება, კაცი ხარ და უნდა მოითმინოო. დედაჩემს კი ვეცოდები, მაგრამ.. ჩემი და ყველაზე ლამაზი გოგოა. სანი ჰქვია. მართლა მზესავით ანათებს, … ვრცლად დაუმთავრებელი

1,2,3…

ვერ ვიტან რიცხვებს. არადა, მთელი ცხოვრებაა ვითვლი. ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი, ქართულის ცეკვასავითაა. ყოველი ქმედება გამეორებადია. ვითვლი მაშინ, როცა ვნერვიულობ ან მეშინია. ვითვლი, როცა სიბნელეში მარტო ვარ, როცა ვერ ვიძინებ. ვითვლი კიბეებს, ხეებს, რამდენი ერთნაირი რიცხვი, მანქანა, კორპუსი შემხვდება. ვითვლი ტაძარში, ერთიდან ათასამდე და მერე უკუღმა. მთელი ცხოვრება რიცხვებია, ალბათ. დაბადება მეჩქარებოდა, მაგრამ … ვრცლად 1,2,3…

დედამ თუ ცუდი სახელი დაარქვა, მისი რა ბრალია

როგორი თვალები ჰქონდა აღარ მახსოვს, არც სიარულის მანერა, არც მიმიკები. მასში მთავარი ხელები იყო, დიდი, გრძელი თითებით. ქუდს ატარებდა თუ არა არ ვიცი. საათი იყვარდა ძალიან. ყოველთვის იცოდა რომელი საათი იყო, მაგრამ მაინც უდროო დროს მიდიოდა ყველგან. არავინ ეძახდა, არავის უყვარდა, არავინ იყო მასთან. მე ავეკიდე. ჰო, ავდექი ერთხელ და ამ უშველებელხელებიან ადამიანს გავყევი. იგრძნო … ვრცლად დედამ თუ ცუდი სახელი დაარქვა, მისი რა ბრალია

როგორ ვსუნთქავ 

გაზაფხულზე მერცხლები მოვლენ. მოფრინდებიან და სიცოცხლეს შემოიტანენ ყველგან. შეეხიზნებიან თბილ ოჯახს და იქნებიან ბარტყებიანად იქ. მერცხლებთან ერთად სიყვარული მოდის თუ არა, არ ვიცი. მერამდენე ფოთოლცვენაა კენტ სიცოცხლეს დავატარებ და მინდა, რომ ეს ბარგი გამომართვას ვიღაცამ, გატეხოს, გახლიჩოს ორად და ჩემთან  ერთად ატაროს იმდროს უკვე ლუწი. მალე ზამთარი მოვა. "იმ" ბიჭს, როცა იქნება, აუცილებლად ჩავკიდებ ხელს, … ვრცლად როგორ ვსუნთქავ 

რაღაცნაირი დღეებით ვიცხოვრე ერთი კვირა. დამყვება ვიღაც და ჩამძახის სულ: უნდა გაიზარდო, უნდა გაიზარდო, სხვანაირად არ შეიძლება. დამყვება და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. სწავლა დამეწყო. თსუს ლექტორებს ისე შეუძლიათ ყველასთვის გასაგები სიტყვებით გაუგებარი რაღაცები ილაპარაკონ, ისე გახვევენ თავს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს, რამდენ საგანსაც სწავლობ, იმდენ ადამიანად იხლიჩები და აღარ იცი რომელი ხარ ნამდვილი შენ. იქნებ, მართლა … ვრცლად

გიორგი

ვუყურებ ჩემს ძმას, ძალიან გაიზარდა. ხმა როდის შეეცვალა, აღარ მახსოვს. ბავშვობაში ძალიან უყვარდა სიტყვა "ლიკლიკებს". ეშინოდა წყლის, თუმცა ახლა ყველაზე ძლიერი ბიჭია, ვისაც ვიცნობ, მე მიძლებს მთელი ჩემი ახირებებით, ბუზღუნით, გამოუძინებელი სახით, სიმღერით, რაღაცნაირი სიცილით. მახსოვს პირველად როდის დამიძახა მარი გამართულად. მახსოვს როგორი გაბრაზება იცოდა, იჯდა ხოლმე თავისთვის კუთხეში, იმალებოდა, გაბუტული ტუჩებით და რაღაცნაირად აცრემლებული … ვრცლად გიორგი

"პოეზია მარტო პეპლებსა და ყვავილებზე წერა არააო," - თქვა დღეს ეკა ქევანიშვილმა. არ ვიცი, რამდენად სწორად მახსოვს ეს სიტყვები, თუმცა იმ წამს ძალიან რომ მომხიბლა და სულ გულში ჩამრჩა, ეგეთი ნათქვამია. პოეზიაზე ყოველთვის მქონდა საკუთარი შეხედულება და ვინც მიცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ არასდროს ვსწავლობდი ლექსებს ზეპირად და პროტესტის გრძნობაც მიჩნდებოდა. სიმართლე გითხრათ, არც ამ … ვრცლად

იქნებ გამომივიდეს №1

გამარჯობა, მე მარიამი ვარ. არასდროს დამიწერია ასე სახალხოდ, მაგრამ სულ მინდოდა. კიდევ მინდოდა, რომ ყოველ ზაფხულს ერთადერთი გოგო არ ვყოფილიყავი და არ მეთამაშა ომობანა ან არ ვმჯდარიყავი სახლში მარტო, როცა ჩემი ძმა და ბიძაშილი სხვებთან ერთად ერთობოდნენ. კიდევ მინდოდა ხაჭაპურის გამყიდველობა და ამ პროფესიის უკეთ შესათავსებლად თურმე ვვარჯიშობდი ხოლმე. მე მარიამი ვარ, თუმცა დედაჩემმა ჩემი … ვრცლად იქნებ გამომივიდეს №1